ავტორი: Khatia Ergemlidze

ყველა შპს ვალდებულია 2024 წლის 1 იანვრამდე კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემები მოიყვანოს ახალ კანონთან შესაბამისობაში

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტები, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირები და მათი ფილიალები ვალდებული არიან სარეგისტრაციო მონაცემები შესაბამისობაში მოიყვანონ ახალი კანონის მოთხოვნებთან.  სუბიექტები ვალდებული არიან 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ ვადის გასვლის შემდეგ სუბიექტს დამატებით მიეცემა 3 თვიანი ვადა. თუ სუბიექტი ამ ვადაში სარეგისტრაციო მონაცემებს არ მოიყვანს შესაბამისობაში კანონის ახალ მოთხოვნებთან მისი რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება. რას გულისხმობს პშს-ს სარეგისტრაციო მონაცემების ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა? 2022 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის ცვლილებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. მოწესრიგდა სუბიექტების...

Read More

ტრენინგი RDYE პროექტის გამარჯვებულებისთვის

ბიზნესის მომსახურების ცენტრმა RDYE პროექტის გამარჯვებულ მეწარმეებსპროექტის მე-4 ეტაპის ფარგლებში ჩაუტარა 3 დღიანი ტრენინგი – “საქარველოს  საგადასახადო სისტემა და გადასახადები-ს” შესახებ.ტრენინგის განმავლობაში მეწარმეები გაეცნენ საქართველოს საგადასახადო სისტემას, დაბეგვრის რეჟიმებს და კანონმდებლობით მოქმედ გადასახადებს. მათ მიიღეს როგორც პრაქტიკული ასევე თეორიული ცოდნა რაც აუცილებელია სამეწარმეო საქმიანობის წარმატებულად განხორციელებისათვის. შეგახსენებთ რომ RDYE  არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება: 1 ეტაპი – 2 დღიანი საბაზისო სამეწარმეო ტრენინგი 1500-ზე მეტი ახალგაზრდისთვის. 2 ეტაპი – ერთკვირიანი ინტენსიური ბიზნეს  გადამზადების კურსი საბაზისო ტრენინგის 175 წარმატებული კურსდამთავრებულისთვის. 3 ეტაპი – 50 ახალგაზრდული საწარმოს დაფინანსება. ინტენსიური გადამზადების შემდეგ...

Read More

31 მარტი წლიური დეკლარაციის შევსების ბოლო ვადაა

საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცის წარდგენისა და გადასახადის გადახდის ვადები: მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ეკონომიკურ საქმიანობას 2022 წლის განმავლობაში – 2023 წლის 01 აპრილამდე; მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები – სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებულ შემოსავლის ნაწილში არ იხდიან საშემოსავლოგადასახდს; ჩვეულებრივი წესით მიღებული შემოსავლის ნაწილში – 2023 წლის 01 აპრილამდე; მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი საქმიანობის ნაწილში – 2023 წლის 01 აპრილამდე; მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, არასრულ საგადასახადო პერიოდში მიღებული შემოსავლების ნაწილში – 2023 წლის 01 აპრილამდე; მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებსაც 2020 წლის განმავლობაში გაუუქმდათ მიკრო ბიზნესის...

Read More

შეისწავლე ყველაზე მოთხოვნადი პროფესია

ბუღალტერია და ფინანსური აღრიცხვა დღეს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიად ითვლება. ბიზნესის მომსახურების ცენტრის აკადემია კი უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ რუსთავში, რომ შეისწავლოთ პრაქტიკული ბუღალტერია და საგადასახადო კოდექსი გამოცდილი და პრაქტიკოსი პროფესიონალებისგან. კურსის განმავლობაში თქვენ შეისწავლით: ფინანსურ ანგარიშგებას და მის შემადგენელ ელემენტებს, ბუღალტრულ ანგარიშებს, მოგება-ზარალის ანგარიშგებას, რეგისტრაციის ჟურნალისა და საცდელი ბალანსის წარმოებას და სხვა. ასევე საგადასახადო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად საქართველოში მოქმედი გადასახადების გამოანგარიშებისა და აღრიცხვის შესახებ, ასევე სხვა ბუღალტრული აღრიცხვისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.   კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე კვირაში 3 შეხვედრა. შეხვედრის დრო: 19:00 საფასური: 250 ლარი (თვეში)   ერთიანი გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 20%-იანი აქცია – 800 ლარი (1000ლარის...

Read More

1 ნოემბერი ქონების დეკლარაციის გაგზავნის ბოლო თარიღია

დღეს 29 ოქტომბერია და შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირები, ვისი ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატებოდა ვალდებული არიან, ჩააბარონ ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია 2022 წლის 1 ნოემბრამდე. ” თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული 2021 წლის მიხედვით აღემატებოდა 40 000 ლარს და თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ დასაბეგრ ქონებას, ან შემოსავლის ოდენობის მიუხედავად თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრ(ებ)ს გაქვთ დასაბეგრი მიწა, წარმოგეშვებათ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.” – ავრცელებს ინფორმაციას შემოსავლების...

Read More
  • 1
  • 2

Pin It on Pinterest