ბიზნესის მომსახურების ცენტრი შეიქმნა ქ. რუსთავში 2018 წელს. თავდაპირველად ეს იყო მხოლოდ ბუღალტრული მომსახურების სერვისის შეთავაზება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
მოგვიანებით შევძელით ბიზნეს მეწარმეებისთვის შეგვეთავაზებინა მათთვის მნიშვნელოვანი და ბიზნესისთვის აუცილებელი სხვა სერვისებიც, როგორებიცაა იურიდიული მომსხურება, ციფრული მარკეტინგი, სარეკლამო მომსახურება და სხვა..
ჩვენი მიზანია ბიზნესს შევთავაზოთ სრულყოფილი სერვისი და კვალიფიციური მომსახურებ. სასწავლო კურსების შექმნით ვცდილობთ ჩვენს თანამოქალაქეებს მივცეთ ცოდნა და გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება.
გამუდმებით ვცდილობთ ჩვენი კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობას.
ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ ბიზნესის საჭიროებისამებრ, მათ საჭიროებებზე მორგებული სამუშაო სპეციფიკით.
ოფისი იხსნება 9 საათზე და ვმუშაობთ 6 საათამდე ჩვენი პარტნიორი ბიზნესების ბიზნესუწყვეტობის მხარდასაჭერად.