31 მარტი წლიური დეკლარაციის შევსების ბოლო ვადაა

Mar 21, 2023 | NEWS | 0 comments

საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცის წარდგენისა და გადასახადის გადახდის ვადები:

  • მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ეკონომიკურ საქმიანობას 2022 წლის განმავლობაში – 2023 წლის 01 აპრილამდე;
  • მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები – სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებულ შემოსავლის ნაწილში არ იხდიან საშემოსავლო
    გადასახდს; ჩვეულებრივი წესით მიღებული შემოსავლის ნაწილში – 2023 წლის 01 აპრილამდე;
  • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი საქმიანობის ნაწილში – 2023 წლის 01 აპრილამდე;
  • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, არასრულ საგადასახადო პერიოდში მიღებული შემოსავლების ნაწილში – 2023 წლის 01 აპრილამდე;
  • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებსაც 2020 წლის განმავლობაში გაუუქმდათ მიკრო ბიზნესის სტატუსი და მიენიჭათ მცირე ბიზნესის სტატუსი – მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიკრო ბიზნესის სტატუსით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლის ნაწილში არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს, ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში მიღებულ შემოსავალზე კი
    2021 წლის 01 აპრილამდე;
  • ფიზიკურ პირები, რომლებმაც 2020 წლის საანგარიშო პერიოდში მიიღეს სარგებელი ქონების ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებისას, თუ ასეთი შემოსავალი არ არის გათავისუფლებული სსკ-ის 82-ე მუხლით (გარდა მე-3 და მე-4 რიგის მემკვიდრეებისა, რომლებაც მიიღეს სარგებელი 150 000 ლარის ან მეტი ღირებულების ქონების ჩუქებით ან/მემკვიდრეობით მიღებისას) – 2023 წლის 01 აპრილამდე
  • ფიზიკური პირები მატერიალური აქტივების რეალიზაციისას (ბინა, მანქანა და ა.შ.) მიღებული ნამეტი შემოსავლის დაბეგვრისას,
    თუ ასეთი შემოსავალი არ არის გათავისუფლებული სსკ-ის 82-ე მუხლით – 2023 წლის 01 აპრილამდე;
  • ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ ქონების იჯარით გაცემას და რომელთა შემოსავალიც არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბევრას (მაგ: საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი ან კომერციული მიზნით გაქირავება და სხვა) –  2023 წლის 01 აპრილამდე;
  • საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირები, თუ მათ მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი არ დაბეგრილა
    გადახდის წყაროსთან – 2023 წლის 01 აპრილამდე;
  • არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელმაც მიიღო წყაროსთან დაკავებული შემოსავალი და რომელიც დეკლარაციას წარადგენს გადასახდის გადაანგარიშების მოთხოვნით – 2023 წლის 01 აპრილამდე;
  • საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიაციაში დასაქმებული ფიზიკური პირები – არა უგვიანეს საანგარიშო თვის
    მომდევნო თვის 15 რიცხვისა;
  • თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დასაქმებული ფიზიკური პირები – არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ყველა შპს ვალდებულია 2024 წლის 1 იანვრამდე კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემები მოიყვანოს ახალ კანონთან შესაბამისობაში

ყველა შპს ვალდებულია 2024 წლის 1 იანვრამდე კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემები მოიყვანოს ახალ კანონთან შესაბამისობაში

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის თანახმად, 2022 წლის 1...

0 Comments

Submit a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Pin It on Pinterest