პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განავითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.
პროექტის აქტივობები
1 ეტაპი – 2 დღიანი საბაზისო სამეწარმეო ტრენინგი 1500-ზე მეტი ახალგაზრდისთვის (თითო მუნიციპალიტეტში სულ მცირე 100 მსმენელი).
2 ეტაპი – ერთკვირიანი ინტენსიური ბიზნეს გადამზადების კურსი (Business Excellence Trainings) საბაზისო ტრენინგის 175 წარმატებული კურსდამთავრებულისთვის.
3 ეტაპი – 50 ახალგაზრდული საწარმოს დაფინანსება. ინტენსიური გადამზადების შემდეგ გაიმართება ბიზნეს გეგმების კონკურსი. თითოეული გამარჯვებული ბიზნეს იდეა მიიღებს დაახ. 25,000 ლარის თანადაფინანსებას (80/20).
4 ეტაპი – ფინანსური, საგადასახადო და სხვა ტრენინგები გამარჯვებული მეწარმეებისთვის.
5 ეტაპი – ინდივიდუალური და ტექნიკური კონსულტაციები, მენტორობის პროგრამა პროექტის მონაწილე ახალგაზრდებისთვის. მხარდაჭერა ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიებასა და საბაზრო კავშირების დამყარების მიმართულებით.
პროექტი განხორციელდება 42 თვის განმავლობაში (2021 წლის დეკემბერი – 2025 წლის მაისი) საქართველოს ოთხი რეგიონის მასშტაბით, რაც მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს:
გეორგრაფიული არეალი:
ქვემო ქართლი: რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა