ჭდე: ბიზნესის_მომსახურების_ცენტრი

1 ნოემბერი ქონების დეკლარაციის გაგზავნის ბოლო თარიღია

დღეს 29 ოქტომბერია და შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირები, ვისი ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატებოდა ვალდებული არიან, ჩააბარონ ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია 2022 წლის 1 ნოემბრამდე. ” თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული 2021 წლის მიხედვით აღემატებოდა 40 000 ლარს და თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ დასაბეგრ ქონებას, ან შემოსავლის ოდენობის მიუხედავად თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრ(ებ)ს გაქვთ დასაბეგრი მიწა, წარმოგეშვებათ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.” – ავრცელებს ინფორმაციას შემოსავლების...

Read More

განსაკუთრებული შეთავაზება ბიზნესს

ბიზნესის მომსახურების ცენტრი გთავაზობთ სიახლეს – მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს. თქვენზე და თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე ინდივიდუალურად მორგებული ბუღალტრული და იურიდიული მომსახურების სრულ პაკეტს.     რა უპირატესობები აქვს ჩვენთან თანამშრომლობას?   BSCenter-ის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბუღალტრები და იურისტები უზრუნველყოფენ თქვენი ბიზნესისთვის: საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარებას; ინფორმაციის ბუღალტრულ პროგრამაში გატარებას; დოკუმენტების ელექტრონული ბაზის შექმნას; ყოველთვიური რეპორტინგი; საჭიროების შემთხვევაში ძველი პერიოდების აღრიცხვის გასწორებას იურიდიულ კონსულტაცია საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით; იურიდიულ კონსულტაციას შრომის კოდექსთან დაკავშირებით; შრომითი ხელშეკრულებების შექმნა; არსებული შრომითი ხელშეკრულებების გადახედვა და საჭიროებისამებრ შესწორება და სხვა..  ...

Read More

საბაზისო სამეწარმეო ტრენინგები გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

ბიზნესის მომსახურების ცენტრისა და მერსი კორპს ჯორჯიას შორის გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში, BSCenter-მა  პროექტ – RDYE-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს უმასპინძლა.   18 აგვისტოს ტრენინგი საბაზისო სამეწარმეო ცოდნისა და უნარების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის დაიგეგმა და განხორციელდა.   შეგახსენებთ, რომ პროექტი “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” (RDYE) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარეობს.   შეგახსენებთ, რომ RDYE პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების (18-დან 35 წლამდე) სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას.   პროექტის აქტივობები ფოკუსირებული იქნება ახალგაზრდების სოციალურ და ეკონომიკურ მონაწილეობზე, მათი კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და სამეწარმეო პოტენციალის ხელშეწყობაზე. მიღებული ცოდნა,...

Read More

გახდი სისხლის დონორი უკრაინისთვის

  5 მარტს ბიზნესის მომსახურების ცენტრის (BSCENTER) ინიციატივითა და ნაციონალური სისხლის ბანკის მხარდაჭერით,  რუსთავში ჩატარდა სისხლის დონაციის აქცია უკრაინის მხარდასაჭერად. რუსთავის მაცხოვრებლებმა უსასყიდლოდ გაიღეს სისხლი უკრაინაში ომის დროს დაჭრილი ადამიანების დასახმარებლად. აქციაში რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ნაციონალური სისხლის ბანკი უზრუნველყოფს მათ ტრასპორტირებას უკრაინამდე. მადლობას ვუხდით აქციის თითოეულ მონაწილეს.   სლავა უკრაინა! SLAVA...

Read More
Loading

Pin It on Pinterest