ჭდე: მერსი_კორპს

ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის

2022 წლის 17 მაისს, ბიზნესის მომსახურების ცენტრი (BSCENTER) “ექსპო ჯორჯიაში” ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) გახსნის ღონისძიებას დაესწრო.   შეგახსენებთ რომ #BScenter- მა მერსი კორპს ჯორჯიასთან, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.   პროექტი მიზანი ახალგაზრდების (18-დან 35 წლამდე)  სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავება, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობა. პროექტის აქტივობები ფოკუსირებული იქნება ახალგაზრდების სოციალურ და ეკონომიკურ მონაწილეობზე, მათი კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და სამეწარმეო პოტენციალის ხელშეწყობაზე. მიღებული  ცოდნა, უნარ-ჩვევები მათ დასაქმებაში/თვითდასაქმებაში დაეხმარება. პროექტის გავლენა სამიზნე მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების  სამეწარმეო პოტენციალის ხელშეწყობის მეშვეობით, ადგილობრივი მდგრადი ეკონომიკური განვითარების პროცესების ხელშდეწყობა....

Read More

თანამშრომლობა მერსი კორპს ჯორჯიასთან

8 აპრილს ბიზნესის მომსახურების ცენტრსა და MERCY CORPS Georgia-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  – ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) პროექტის მხარდასაჭერად. პროექტს ახორციელებს MERCY CORPS-ის წარმომადგენლობა საქართველოში ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტის განხორციელების მხარდამჭერები არიან Liberty • ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.   8 აპრილს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ახალგაზრდები და პროექტით დაინტერესებული პირები დაესწრნენ.   ახალაგზრული მეწარმოება სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი. პროექტის მიზანია 18-35 წლის ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავება, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობა....

Read More
Loading

Pin It on Pinterest