ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის
2022 წლის 17 მაისს, ბიზნესის მომსახურების ცენტრი (BSCENTER) “ექსპო ჯორჯიაში” ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) გახსნის ღონისძიებას დაესწრო. შეგახსენებთ რომ #BScenter- მა მერსი კორპს ჯორჯიასთან, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. პროექტი მიზანი ახალგაზრდების (18-დან 35 წლამდე) სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავება, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობა. პროექტის აქტივობები ფოკუსირებული იქნება ახალგაზრდების სოციალურ და ეკონომიკურ მონაწილეობზე, მათი კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და სამეწარმეო პოტენციალის ხელშეწყობაზე. მიღებული ცოდნა, უნარ-ჩვევები მათ დასაქმებაში/თვითდასაქმებაში დაეხმარება. პროექტის გავლენა სამიზნე მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის ხელშეწყობის მეშვეობით, ადგილობრივი მდგრადი ეკონომიკური განვითარების პროცესების ხელშდეწყობა....
Read More