ტრენინგი RDYE პროექტის გამარჯვებულებისთვის
ბიზნესის მომსახურების ცენტრმა RDYE პროექტის გამარჯვებულ მეწარმეებსპროექტის მე-4 ეტაპის ფარგლებში ჩაუტარა 3 დღიანი ტრენინგი – “საქარველოს საგადასახადო სისტემა და გადასახადები-ს” შესახებ.ტრენინგის განმავლობაში მეწარმეები გაეცნენ საქართველოს საგადასახადო სისტემას, დაბეგვრის რეჟიმებს და კანონმდებლობით მოქმედ გადასახადებს. მათ მიიღეს როგორც პრაქტიკული ასევე თეორიული ცოდნა რაც აუცილებელია სამეწარმეო საქმიანობის წარმატებულად განხორციელებისათვის. შეგახსენებთ რომ RDYE არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება: 1 ეტაპი – 2 დღიანი საბაზისო სამეწარმეო ტრენინგი 1500-ზე მეტი ახალგაზრდისთვის. 2 ეტაპი – ერთკვირიანი ინტენსიური ბიზნეს გადამზადების კურსი საბაზისო ტრენინგის 175 წარმატებული კურსდამთავრებულისთვის. 3 ეტაპი – 50 ახალგაზრდული საწარმოს დაფინანსება. ინტენსიური გადამზადების შემდეგ...
Read More