მიმოხილვა

პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განავითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.

განრიგი

პროექტის აქტივობები

1 ეტაპი – 2 დღიანი საბაზისო სამეწარმეო ტრენინგი 1500-ზე მეტი ახალგაზრდისთვის (თითო მუნიციპალიტეტში სულ მცირე 100 მსმენელი).

ეტაპი – ერთკვირიანი ინტენსიური ბიზნეს  გადამზადების კურსი (Business Excellence Trainings) საბაზისო ტრენინგის 175 წარმატებული კურსდამთავრებულისთვის.

ეტაპი – 50 ახალგაზრდული საწარმოს დაფინანსება. ინტენსიური გადამზადების შემდეგ გაიმართება ბიზნეს გეგმების კონკურსი. თითოეული გამარჯვებული  ბიზნეს იდეა მიიღებს დაახ. 25,000 ლარის თანადაფინანსებას (80/20).

ეტაპი – ფინანსური, საგადასახადო და სხვა ტრენინგები გამარჯვებული მეწარმეებისთვის.

ეტაპი – ინდივიდუალური და ტექნიკური კონსულტაციები, მენტორობის პროგრამა პროექტის მონაწილე ახალგაზრდებისთვის. მხარდაჭერა ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიებასა და საბაზრო კავშირების დამყარების მიმართულებით.

წინაპირობები

პროექტი განხორციელდება 42 თვის განმავლობაში (2021 წლის დეკემბერი – 2025 წლის მაისი) საქართველოს ოთხი რეგიონის მასშტაბით, რაც მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს:

გეორგრაფიული არეალი:

ქვემო ქართლი: რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა

სამცხე-ჯავახეთი: ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა
შიდა ქართლი: გორი, ქარელი, კასპი
მცხეთა-მთიანეთი: მცხეთა, დუშეთი, თიანეთი

RDYE-ის წარმომადგენელი

Pin It on Pinterest