ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის

მაი 17, 2022 | სიახლეები | 0 comments

2022 წლის 17 მაისს, ბიზნესის მომსახურების ცენტრი (BSCENTER) “ექსპო ჯორჯიაში” ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
 
შეგახსენებთ რომ #BScenter– მა მერსი კორპს ჯორჯიასთან, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
 
პროექტი მიზანი ახალგაზრდების (18-დან 35 წლამდე)  სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავება, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობა.

პროექტის აქტივობები ფოკუსირებული იქნება ახალგაზრდების სოციალურ და ეკონომიკურ მონაწილეობზე, მათი კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და სამეწარმეო პოტენციალის ხელშეწყობაზე. მიღებული  ცოდნა, უნარ-ჩვევები მათ დასაქმებაში/თვითდასაქმებაში დაეხმარება.

პროექტის გავლენა სამიზნე მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების  სამეწარმეო პოტენციალის ხელშეწყობის მეშვეობით, ადგილობრივი მდგრადი ეკონომიკური განვითარების პროცესების ხელშდეწყობა.

პროექტი განხორციელდება 42 თვის განმავლობაში (2021 წლის დეკემბერი – 2025 წლის მაისი) საქართველოს ოთხი რეგიონის მასშტაბით, რაც მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს:

გეორგრაფიული არეალი:

ქვემო ქართლი: რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა
სამცხე-ჯავახეთი: ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა
შიდა ქართლი: გორი, ქარელი, კასპი
მცხეთა-მთიანეთი: მცხეთა, დუშეთი, თიანეთი
 
  • ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტია, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.
  • პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
 

მსგავსი სიახლეები

ყველა შპს ვალდებულია 2024 წლის 1 იანვრამდე კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემები მოიყვანოს ახალ კანონთან შესაბამისობაში

ყველა შპს ვალდებულია 2024 წლის 1 იანვრამდე კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემები მოიყვანოს ახალ კანონთან შესაბამისობაში

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის თანახმად, 2022 წლის 1...

0 Comments

Submit a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Pin It on Pinterest