5 მარტს ბიზნესის მომსახურების ცენტრის (BSCENTER) ინიციატივითა და ნაციონალური სისხლის ბანკის
მხარდაჭერით, რუსთავში ჩატარდა სისხლის დონაციის აქცია უკრაინის მხარდასაჭერად.
რუსთავის მაცხოვრებლებმა უსასყიდლოდ გაიღეს სისხლი უკრაინაში ომის დროს დაჭრილი ადამიანების დასახმარებლად.
აქციაში რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ნაციონალური სისხლის ბანკი უზრუნველყოფს მათ ტრასპორტირებას უკრაინამდე.
მადლობას ვუხდით აქციის თითოეულ მონაწილეს.
სლავა უკრაინა!
SLAVA UKRAINE
0 Comments