BSCenter • ბიზნესის მომსახურების ცენტრი პრაქტიკოს ბუღალტრებს გთავაზობთ კიდევ ერთ ტრენინგ კურსს, 2021 წლის საგადასახადო დაბეგვრაში შესული ცვლილებების შესახებ. მათ შორის:
მეთოდური მითითებები:
✔ სალაროში ნაღდი ფულის შესახებ
✔ კრედიტორული დავალიანების შესახებ
✔ ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე
✔ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშების შესახებ.
ასევე:
✔ საქონლის სატრანსპორტო და მასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯების დღგ-ით დაბეგვრა.
✔ ტურისტული მომსახურების მიწოდება.
✔ ძირითადი საშუალებების დღგ-ის ჩათვლა. (პროპორციები)
✔ ბარტერული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა.
✔ უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე დღგ-ის გამოანგარიშების, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების და მისი ინფორმირების წესი.
✔ საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრ ქონებაზე საბაზრო ფასის გამოყენება.
კურსს გაუძღვება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის მთავარი აუდიტორი, ჯგუფის ხელმძღვანელი - ანა ივანაური. კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია 2 შეხვედრა. ღირებულება: 60 ლარი
0 Comments