ჭდე: ბუღალტრული_მომსახურება

ტრენინგი RDYE პროექტის გამარჯვებულებისთვის

ბიზნესის მომსახურების ცენტრმა RDYE პროექტის გამარჯვებულ მეწარმეებსპროექტის მე-4 ეტაპის ფარგლებში ჩაუტარა 3 დღიანი ტრენინგი – “საქარველოს  საგადასახადო სისტემა და გადასახადები-ს” შესახებ.ტრენინგის განმავლობაში მეწარმეები გაეცნენ საქართველოს საგადასახადო სისტემას, დაბეგვრის რეჟიმებს და კანონმდებლობით მოქმედ გადასახადებს. მათ მიიღეს როგორც პრაქტიკული ასევე თეორიული ცოდნა რაც აუცილებელია სამეწარმეო საქმიანობის წარმატებულად განხორციელებისათვის. შეგახსენებთ რომ RDYE  არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება: 1 ეტაპი – 2 დღიანი საბაზისო სამეწარმეო ტრენინგი 1500-ზე მეტი ახალგაზრდისთვის. 2 ეტაპი – ერთკვირიანი ინტენსიური ბიზნეს  გადამზადების კურსი საბაზისო ტრენინგის 175 წარმატებული კურსდამთავრებულისთვის. 3 ეტაპი – 50 ახალგაზრდული საწარმოს დაფინანსება. ინტენსიური გადამზადების შემდეგ...

Read More

31 მარტი წლიური დეკლარაციის შევსების ბოლო ვადაა

საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცის წარდგენისა და გადასახადის გადახდის ვადები: მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ეკონომიკურ საქმიანობას 2022 წლის განმავლობაში – 2023 წლის 01 აპრილამდე; მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები – სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებულ შემოსავლის ნაწილში არ იხდიან საშემოსავლოგადასახდს; ჩვეულებრივი წესით მიღებული შემოსავლის ნაწილში – 2023 წლის 01 აპრილამდე; მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი საქმიანობის ნაწილში – 2023 წლის 01 აპრილამდე; მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, არასრულ საგადასახადო პერიოდში მიღებული შემოსავლების ნაწილში – 2023 წლის 01 აპრილამდე; მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებსაც 2020 წლის განმავლობაში გაუუქმდათ მიკრო ბიზნესის...

Read More

შეისწავლე ყველაზე მოთხოვნადი პროფესია

ბუღალტერია და ფინანსური აღრიცხვა დღეს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიად ითვლება. ბიზნესის მომსახურების ცენტრის აკადემია კი უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ რუსთავში, რომ შეისწავლოთ პრაქტიკული ბუღალტერია და საგადასახადო კოდექსი გამოცდილი და პრაქტიკოსი პროფესიონალებისგან. კურსის განმავლობაში თქვენ შეისწავლით: ფინანსურ ანგარიშგებას და მის შემადგენელ ელემენტებს, ბუღალტრულ ანგარიშებს, მოგება-ზარალის ანგარიშგებას, რეგისტრაციის ჟურნალისა და საცდელი ბალანსის წარმოებას და სხვა. ასევე საგადასახადო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად საქართველოში მოქმედი გადასახადების გამოანგარიშებისა და აღრიცხვის შესახებ, ასევე სხვა ბუღალტრული აღრიცხვისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.   კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე კვირაში 3 შეხვედრა. შეხვედრის დრო: 19:00 საფასური: 250 ლარი (თვეში)   ერთიანი გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 20%-იანი აქცია – 800 ლარი (1000ლარის...

Read More

1 ნოემბერი ქონების დეკლარაციის გაგზავნის ბოლო თარიღია

დღეს 29 ოქტომბერია და შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირები, ვისი ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატებოდა ვალდებული არიან, ჩააბარონ ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია 2022 წლის 1 ნოემბრამდე. ” თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული 2021 წლის მიხედვით აღემატებოდა 40 000 ლარს და თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ დასაბეგრ ქონებას, ან შემოსავლის ოდენობის მიუხედავად თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრ(ებ)ს გაქვთ დასაბეგრი მიწა, წარმოგეშვებათ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.” – ავრცელებს ინფორმაციას შემოსავლების...

Read More

განსაკუთრებული შეთავაზება ბიზნესს

ბიზნესის მომსახურების ცენტრი გთავაზობთ სიახლეს – მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს. თქვენზე და თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე ინდივიდუალურად მორგებული ბუღალტრული და იურიდიული მომსახურების სრულ პაკეტს.     რა უპირატესობები აქვს ჩვენთან თანამშრომლობას?   BSCenter-ის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბუღალტრები და იურისტები უზრუნველყოფენ თქვენი ბიზნესისთვის: საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარებას; ინფორმაციის ბუღალტრულ პროგრამაში გატარებას; დოკუმენტების ელექტრონული ბაზის შექმნას; ყოველთვიური რეპორტინგი; საჭიროების შემთხვევაში ძველი პერიოდების აღრიცხვის გასწორებას იურიდიულ კონსულტაცია საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით; იურიდიულ კონსულტაციას შრომის კოდექსთან დაკავშირებით; შრომითი ხელშეკრულებების შექმნა; არსებული შრომითი ხელშეკრულებების გადახედვა და საჭიროებისამებრ შესწორება და სხვა..  ...

Read More

ცვლილება გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში

გაცნობებთ, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 14 ივლისის №230 ბრძანებით შეტანილ იქნა  ცვლილება „გადასახდების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკმებრის №996 ბრძანებით დამტკიცებული  ინსტრუქციის დანართი №II-06-ის lll ნაწილში. კერძოდ, მიმდინარე წლის ივლისის საანგარიშო პერიოდიდან  გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის (დანართი №II-06) III ნაწილის 67-ე (ნაღდი ფულის ნაშთი თვის ბოლოსათვის), 68-ე (საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა) და 69-ე (პირთა რაოდენობა, რომლებზეც გაცემულია 68-ე უჯრაში ასახული თანხა) უჯრები გადასახადის გადამხდელისათვის გახდა შესავსებად სავალდებულო. დეტალურად  იხ. თანდართული რედაქცია. წყარო: შემოსავლების...

Read More

5 რამ რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ყველა ბიზნესის მფლობელმა

ბიზნესის შექმნა ადვილი არ არის, ის საჭიროებს დაუზოგავ შრომას, ფინანსებს და შეუპოვრობას. მეწარმეობა შეიძლება იყოს მთელი ცხოვრების თავგადასავალი, მაგრამ როგორც ნებისმიერი თავგადასავალი, ის ასევე შეიძლება იყოს გამოწვევა. ბევრი ბიზნესის მფლობელის მიერ დაშვებული ჩვეულებრივი შეცდომებისთვის გათვალისწინების, რომლებიც გაგიადვილებთ წარმატებისკენ მიმავალ გზას. წარმოგიდგენთ 5 რჩევას რომლებიც აუცილებელია ბიზნესის წამოსაწყებად ან გასაფართოვებლად: გაქვთ ფორმალური ბიზნეს გეგმა?!   ბიზნეს გეგმის არქონა ალბათ ერთერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა და ყველაზე დამაზიანებელიც. ბიზნეს გეგმები დაგეხმარებათ ამოიცნოთ/დააკვირდეთ თქვენი იდეის პრობლემებს, ასევე დაეხმარება პოტენციურ ინვესტორებს ან დაფინანსების სხვა წყაროებს ბაზარზე. სანამ დაიწყებთ ახალ საწარმოს, შეადგინეთ მარტივი ბიზნეს გეგმა, რომელიც განსაზღვრავს თქვენს შემოთავაზებულ პროდუქტს ან მომსახურებას, დანახარჯებს, დაფინანსების საჭიროებებს,...

Read More

საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები

BSCenter • ბიზნესის მომსახურების ცენტრი პრაქტიკოს ბუღალტრებს გთავაზობთ კიდევ ერთ ტრენინგ კურსს, 2021 წლის საგადასახადო დაბეგვრაში შესული ცვლილებების შესახებ. მათ შორის: მეთოდური მითითებები: ✔ სალაროში ნაღდი ფულის შესახებ ✔ კრედიტორული დავალიანების შესახებ ✔ ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე ✔ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშების შესახებ. ასევე: ✔ საქონლის სატრანსპორტო და მასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯების  დღგ-ით დაბეგვრა. ✔ ტურისტული  მომსახურების მიწოდება. ✔ ძირითადი საშუალებების დღგ-ის ჩათვლა. (პროპორციები) ✔ ბარტერული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა. ✔ უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე დღგ-ის გამოანგარიშების, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების და მისი ინფორმირების წესი. ✔ საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრ ქონებაზე საბაზრო ფასის გამოყენება.   კურსს გაუძღვება...

Read More
Loading

Pin It on Pinterest